ვინ არიან რუსული კრიმინალური სინდიკატის ქართველი წევრები და როგორ მოხდა მათი დაკავება?

  11:40:20     09-06-2017

გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ხურციძის და მაყაშვილის დაკავება გაუგებრობა იყო და დღევანდელ სასამართლოზე ეს გაირკვევა. დაკავებულ ქართველებს რუსულ კრიმინალურ სინდიკატთან კავშირი და სხვადასხვა მძიმე დანაშაულები, მათ შორის რეკეტი და თაღლითობა ბრალდებათ.

ნიუ-იორკში გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი წევრების შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საიტზეა ინფორმაცია განთავსებული. ირკვევა, რომ სინდიკატის 23 წევრი უკვე დაკავებულია, დანარჩენი 18-ი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. ხუთი გაქცეულია და იძებნება. მთლიანობაში კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში 33 პირს ედავებიან.

მოვლენების ქრონოლოგიის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის მიერ ოფიციალური განცხადება გუშინ გავრცელდა, რომელშიც საუბარია ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მცხოვრებ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებზე და მათ დაჯგუფებაზე, რომელთაც ბრალი მკვლელობის მცდელობაში, იარაღის უკანანო ტარებაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ქურდობაში, საბუთების და საკრედიტო ბარათების გაყალბებასა და სამორინეებში სათამაშო აპარატების ჰაკერულ მანიპულირებაში ედებათ. დაკავებულებს შორის მოხვდნენ ქართველი მოკრივეები, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, UFC -ის წევრი, ლევან მაყაშვილი და WBO- ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე. ეს უკანასკნელი მსოფლიო დონის შეჯიბრზე, ლონდონში უნდა გამოსულიყო, თუმცა, შეხვედრა, სპორტსმენის დაკავების შემდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

გამოძიების ფედერალური ბიურო დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ავცელებს. ამი ინფორმაციის მიხედვით, ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ეგრეთ წოდებული რუსული კრიმინალური კარტელის დაკავებულ წევრებს შორის უმრავლესობა ქართველი და საქართველოს მოქალაქეა. დანაშაულებრივ ჯგუფს, დეპარტამენტის განცხადებით, ე.გ. კანონიერი ქურდები რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. შულაია, რომლის დაჯგუფება ოლქის პროკურატურის განცხადებით, " შულაიას ენტეპრაიზ" ანუ საწარმო , ასეა მოხსენიებული, რუსეთის მოქალაქეა და ბევრს მოგზაურობდა უკრაინასა და რუსეთში. ერეკლე კერესელიძე, დენის სავგირი, გიორგი ლომიშვილი, მამუკა ჩაგანავადა სემიონ სარაიდაროვი იძებნებიან. 23- დაავებულს ფედერალურ სასამართლოში ბრალი პირადად წაუყენეს, ხოლო 18 დღეს წარსდგება სასამართლოს წინაშე. რაჟდენ შულაიას, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავას, მელმან გაბისონიას და მაყაშვილს, ავთანდილ ხურციძეს ატლანტიკ სითის და ლას ვეგასის სამორინეებში, ელექტრონული ჰაკერული პროგრამებით სათამაშო აპარატებში შეღწევაში და სასურველი მანიპულაციის გამოყენებაში წაუყენეს ბრალი. ეს ბრალდება 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"ამერიკის ხმა" ასევე ავრცელებს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსულის დიანა ჯღენტის კომენტარს.

"გენერალური საკონსულო აქტიურ კონტაქტზეა სამართალდამცავ ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში. მათ შორის მოწოდებული მასალის თანახმად დაკავებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც წარდგენილი აქვთ ბრალი განსაუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ რეკეტი-გამოძალვა, კორუფცია, ძარცვა, საკომონუკაციო საშუალებებით თაღლითობა, ნაროტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები და სხვა. მე რაც მომაწოდეს სამართალდამცავმა ორგანოებმა არიან ამ მონაცემებით მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქები. ზოგი ამერიკის მოქალაქეა, ქართული წარმოშობის ამერიკის მოქალაქე და სხვა. გამოძიების პროცესი აქტიურ ფაზაშია." - აცხადებს ჟღენტი.

ლევან მაყაშვილის და ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები და მეგობრები აცხადებენ, რომ ქართველი სპორტსმენები გაუგებრობაში მოხვდნენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სპორტსმენებს სასამართლო დღეს გაათავისუფლებს.

მანჰეტენის მოქმედი პროკურორის ჯონ ეკიმის განცხადებით ეს არის პირველი ფედერალური ბრალდება რეკეტზე ეგ. წოდებული "რუსი ქურდის" წინააღმდეგ. მისი თქმით, კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის საქმეში დევს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მომზადება, როდესაც მსხვერპლს აცდუნებდნენ და შემდეგ ქლოროფორმის საშუალებით თიშავდნენ, ასევე დიდძალი ქურდობა, სატვირთო კონტეინერიდან 10 ათასი პაუნდის ოდენობის შოკოლადის მოპარვა და სამორინეებში სათამაშო აპარატების ჰაკერობა, - იუწყება "ამერიკის ხმა."

ამერიკელი სამართალდამცავების განცხადებით, დანაშაულებრივი სამყარო ბრუკლინიდან ნევადის შტატამდე, ლას-ვეგასასის ჩათვლით მოქმედებდა. საუბარია ბრაიტონზე უკანონო პოკერის სათამაშო ბიზნესზე, სადაც იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, სძალავდნენ თანხას როგორც მოთამაშეებს, ისე ადგილობრივ ბიზნესის მეპატრონეებს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ქალბატონია, ნაზო იგივე ანა გაფრინდაშვილი, რომელიც სამართალდამცავების განცხადებით, გამოიყენს იმისთვის რომ ჯერ ეცდუნებინა, ხოლო შემდეგ მოეწამლა პიროვნება. ჯგუფის ორ წევრს, მათგან ერთ-ერთს გიორგი ლომიშვილს მანჰეტენზე და ბრუკლინში ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად, რაც ამერიკული კანონმდებლობით, ნიუ-იორკში , 40 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლომიშვილი ძებნაშია. დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე ეწეოდა კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობას, საბუთების, საბანკო ჩეკების და საკრედიტო ბარათების დამზადებას და მოხმარებას.

წაყენებული ბრალდებები ამერიკის ფედერალური კანონის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში 5, 10, 20 და 40 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.