ოკუპანტებმა სოფელ ქერეს 2 მკვიდრი გაიტაცეს
09:23:14     09-06-2017
ოკუპანტებმა სოფელ ქერეს 2 მკვიდრი გაიტაცეს. ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი სოფლის მახლობლად მდებარე სალოცავთან დააკავეს და ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი ღვთისმშობლის ეკლესიაში იყვნენ წასული. გატაცებას წინ უძღოდა გასროლის ხმა. ქერეში ვარაუდობენ რომ ეს ოკუპანტემის მიერ გამაფრთხილებელი გასროლა იყო. გატაცებული 27 წლის ლევან ლაფაჩი ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს.
ორივე მათგანს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენებენ ბრალს. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
სოფელში გატაცებები ხშირია, რადგან ქერეს ბაღები, საძოვარი და სალოცავი ოკუპურებულ ტერიტორიას ესაზღვრება.