ყოველდღიური ცხოვრება ოკუპაციის ქვეშ...

  13:46:23     08-06-2017

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე ოკუპაციას, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში და ღაზას სექტორში, შედეგად პალესტინელების სისტემატური ადამიანის უფლებების დარღვევა მოჰყვა. ამ ტერიტორიების ოკუპაცია ჯერ კიდევ 1967 წელს დაიწყო, ამან  უზარმაზარი ტანჯვა მიაყენა პალესტინელებს,  რის შედეგადაც მათ ძირითად უფლებებს ართმევდნენ.

ისრაელის სამხედრო მმართველობა არღვევს ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიის ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს.
 უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ისრაელი ათასობით პალესტინელს აიძულებდა, დაეტოვებინა მიწა. მოსახლეობა  ქვეყნის მთვარობას მიმართავს.

„ჩვენ გვინდა მთავრობამ  შეაჩეროს ეკონომიკა, რომელიც ამ უკანონო დასახლებებს და პალესტინელების ტანჯვას აძლიერებს, ამით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ჩვენ“.  

ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე დასახლებების არსებობა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას.  მიუხედავად გაეროს  მრავალი რეზოლუციისა, ვითარება ისევ უცვლელია.