კიევში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

  11:51:05     08-06-2017

კიევში, ამერიკის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე დაუდგენელი ტიპის  ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. 

მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

პოლიცია  ცდილობს დაადგინოს, თუ ვინ მონაწილეობდა ტერორისტული აქტის შესრულებაში.