გურჯაანში მოტაცებულ 16 წლის გოგონას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება
11:27:28     08-06-2017
გურჯაანის რაიონული სასამართლო 16 წლის გოგონას მოტაცების მცდელობის ფაქტს განიხილავს.
ბრალდებულების ინთიგამ კასანოვისა და ელმირ მირგაფაროვის წინასასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. გამოძიება კიდევ ერთ პირს, სეითჰიაჰია მირგაფაროვს დანაშულის შეუტობინებლობლობას ედავება.
შემთხვევა ასე მოხდა: მიმდინარე წლის 4 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში, 20:00 სთ-ზე, ინთიგამ კასანოვი 16 წლის გოგონას მოტაცებას შეეცადა, კასანოვი აცხადებს, რომ გოგონას გატაცება ცოლად მისი ცოლად შერთვის მიზნით სურდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 20 წლის ინთიგამ კასანოვი მიიმალა.
რეგიონული მედიასაშუალების, "სპექტრი.ჯის" ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დამნაშავე რამდენიმე დღის წინ დააკავეს და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაზარალებულ გოგოს ექსპერტიზა გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. გაირკვა, რომ გოგონას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
ამჟამად მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. თუ შეთანხმება არ შედგება, ინთიგამ კასანოვს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-143-ე და 376-ე მუხლითაა აღძრული.