![ჯეიმს კომი დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება ჯეიმს კომი დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება](http://presa.ge/img/multimedia/a67434.jpg)
ჯეიმს კომი დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება
11:14:01     08-06-2017
CNN-ის ინფორმაციით, 8 ივნისს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხს იძიებს. კომის განცხადებით, ტრამპი მას მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საქმის გამოძიების შეწყვეტას თხოვდა, „ფლინი კარგი ბიჭია“- ასე უთხრა ტრამპმა კომის.
სენატში წარდგენამდე კომიმ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომ ტრამპმა მას ერთგულება სთხოვა, „შენგან ველოდები ერთგულებას“.აშშ-ის პრეზიდენტმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გადააყენა, ამის მიზეზად კი კომის ბიუროს არაეფექტურად მართვა დაასახელა. ეს ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი, თავის მარცხს არჩევნებში კომის აბრალებდა. ტრამპის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომის გათავისუფლება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიებას უკავშირდება.
ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ვინც FBI-ის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა. ასეთი შემთხვევა მანამდე 1993 წელს მოხდა, მაშინ როცა ბილ კლინტონმა ამავე თანამდებობდან უილიამ სეშნსი გადააყენა.