ირანში დღევანდელ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

  13:27:31     07-06-2017

ირანის პარლამენტში და  ხომეინის მავზოლეუმზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა.  

პარლამენტში მყოფმა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო. ერთ-ერთი თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს, მეორე კი  დაჭრეს.

ირანელმა სამართალდამცველებმა მავზოლეუმის სიახლოვეს ე.წ. შაჰიდის ქამარი აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა, საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.