“მარტოხელა რეინჯერი” ერმი ჰამერი

  10:41:27     29-04-2011

საიტ “JoBlo” – ს ინფორმაციით, მსახიობ ერმი ჰამერს ფილმ “მარტოხელა რეინჯერში” მთავარი როლი შესთავაზეს. დღეისათვის, მსახიობის ყველაზე ცნობილი როლი დევიდ ფინჩერის “სოციალურ ქსელში” შესრულებული როლია. მსახიობმა ერთდროულად ორი პერსონაჟი, ტყუპები - კემერონი და ტაილერი განასახიერა, რომლებიც “ფეისბუქის” დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ოპონენტებს წარმოადგენდნენ.

ახლო მომავალში, ერმის კიდევ ერთ ფილმში, კლინტ ისტვუდის “ჯ. ედგარში” იღებენ. კინოსურათი ბიოგრაფიული ხასიათისაა და “ფებეერის” პირველ ხელმძღვანელს, ედგარ გუვერს ეძღვნება.

 

ჰამერს “მარტოხელა რეინჯერში” მონაწილეობის მიღებაზე, ოფიციალური თანხმობა ჯერ არ მიუცია. მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ როლზე უარი რაიან გოსლინგმა განაცხადა. უფრო ადრე კი, ვარაუდობდნენ, რომ კინოსურათში მთავარ როლს ჯორჯ კლუნი ან ბრედ პიტი შეასრულებდა.

 

“მარტოხელა რეინჯერის” რეჟისორი გორ ვერბინსკია, პროდიუსერი კი – ჯერი ბრუკჰაიმერი. ფილმი კინოეკრანებზე 2014 წლისთვის გამოვა.