მონტენეგრო „ნატოს“ ოფიციალური წევრი გახდა

  13:39:36     06-06-2017

მონტენეგრო „ნატოს“ წევრი  გახდა.  გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც ესწრებოდა. 

„მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება სიგნალს აძლევს სხვა სახელმწიფოებს, ვინც ორგანიზაციაში წევრობისკენ ისწრაფვიან, ქვეყანას, რომელიც რეალურ რეფორმებს ახორციელებს, ავითარებს დემოკრატიას, საკუთარი სამხედრო ძალების მოდერნიზებას ახორციელებს და წვლილი შეაქვს ჩვენს თავდაცვაში, შეუძლია ალიანსში გაწევრიანება“, - განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა, ალიანსში გაწევრიანების ოქმი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას შენონს გადასცა.

„მონტენეგროს გაწევრიანება ნატოში იმის დასტურია, რომ ნატოს კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რეფორმების გატარება სურთ“ - განაცხადა შენონმა.

მონტენეგრომ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, იგივე „მაპი“ 2009 წელს მიიღო, ალიანსის სრულფასოვანი წევრი 5 ივნისს გახდა.