ლონდონის ტერაქტში მონაწილეთა ვინაობა გაირკვა

  10:46:08     06-06-2017

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, 3 ივნისის ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებული ყველა პირი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

სამაგიეროდ მათ ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეთა ვინაობა დაასახელეს, ესენი გახლავთ- რაშიდ რედვანი და 27 წლის ხურამ ბათი. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც პოლიცია აცხადებს,  სამი ტერორისტი ლონდონის ხიდზე ავტომანქანით ხალხის ჯგუფს დაეჯახა. შემდეგ მათ ბორო-მარკეტთან გადაინაცვლეს, სადაც მანქანიდან გადმოვიდნენ და დანებით  დაესხნენ  თავს გამვლელებს.

ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 48 მძიმედ დაშავდა. მათგან 21-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის კი ოთხი პოლიციელია.