პლანეტა მარსზე გიგანტური ოკეანის არსებობა დამტკიცდა
09:30:58     06-06-2017
ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს რუკა, სადაც მარსი წყლითაა დაფარული. ამის შესახებ საიტი Phys.org პრეს-რელიზს აქვეყნებს.
მკვლევარების განცხადებით, მარსი ათჯერ უფრო დიდი მასშტაბით იყო დაფარული წყლით, ვიდრე ეს აქამდე იყო ნავარაუდები. ამავე დროს, მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, მარსის წითელი პლანეტის კლიმატი ზედმეტად ცივი იყო აქტიური ჰიდროლოგიური ციკლის არსებობისათვის.
ცნობილია, რომ ნასა მარსზე წყლის გაქრობას ე.წ. მზის ქარს უკავშირებს. ნასას ინფორმაციით, მარსსაც ჰქონდა თავისი მაგნიტური ველი, მან ის დაკარგა. დროთა განმავლობაში მარსის ატმოსფერო კოსმოსში გაიფანტა და პლანეტა გაცივდა.
გამოკვლევებმა აჩვენა, თუ როგორ გაქრა ჟანგბადი, წყალბადი და ნახშირორჟანგი - ანუ ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მარსი ყოფილიყო დასახლებული პლანეტა - მარსის ატმოსფეროდან.
მკვლევარების თქმით, მარსზე დაახლოებით 4.3 მილიარდი წლის წინ იყო ოკეანეები, რომლებიც შეიცავდნენ მეტ წყალს, ვიდრე ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე დედამიწაზე.