მექსიკური თევზის სუპი

  10:23:20     29-04-2011

მასალა: 5 ცალი მწიფე პომიდორი, 5 ნივრის კბილი, 500 გრამი, ნაჭრებად დაჭრილი ქორჭილა, 1 ლიტრი, 2-3 კუბიკისგან მომზადებული თევზის ბულიონი, 2-3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 დაჭრილი ხახვი, 2 ახალი, გაწმენდილი და წვრილად დაჭრილი ჩილი, ლაიმას ნაჭრები.  

 

გავაცხელოთ სქელძირიანი, ზეთიანი ტაფა, დავამატოთ მთლიანი პომიდვრები, ნიორი და მაღალ ცეცხლზე შევწვათ. ბოსტნეულის კანი უნდა გაშავდეს. შეგვიძლია პომიდორი ქურაში, 190-200 ცელსიუს გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში შევწვათ. მომზადებული პომიდორი ცოტა შევაგრილოთ, შემდეგ მოვაშოროთ კანი და დავჭრათ, ავურიოთ ტაფაში ჩარჩენილ წვენს და დავტოვოთ. თევზი ბულიონში მოვხარშოთ, საშუალო ცეცხლზე, ვიდრე მზად არ იქნება და შემდეგ ისიც გავაჩეროთ.

 

ცალკე ქვაბში მოვხრაკოთ ხახვი დარბილებამდე. დავამატოთ სითხე, რომელშიც თევზი მოიხარშა, შემდეგ პომიდვრები, ნიორი და ავურიოთ. ავადუღოთ, შემდეგ მოვუკლოთ ცეცხლს და კიდევ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ვხარშოთ. დავამატოთ ჩილი. თევზის ნაჭრები განვათავსოთ თეფშებზე, დავასხათ ზემოდან სუპი და სუფრაზე მივიტანოთ ლაიმას ნაჭრებთან ერთად.