!["ტერაქტებზე პასუხი ხისტი უნდა იყოს" "ტერაქტებზე პასუხი ხისტი უნდა იყოს"](http://presa.ge/img/multimedia/a67280.jpg)
"ტერაქტებზე პასუხი ხისტი უნდა იყოს"
11:21:12     05-06-2017
ლონდონის ტერაქტს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 48 კი მძიმედ დაშავდა, ადგილობრივმა პოლიციამ სამივე თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა.
ბოლო სამ თვეში ეს დიდ ბრიტანეთში მომხდარი მესამე ტერაქტია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა პასუხისმგებლობაში მისცეს ის პირები, ვინც ლონდონში მომხდარ ტერაქტთან კავშირშია.
ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ მომხდარზე პასუხი ხისტი უნდა იყოს.
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის თქმით, „ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაიაზრონ საფრთხე, რომელიც თავად ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც არსებობს. ევროპამ უნდა დაიცვას უსაფრთხოება და მაქსიმალურად გაძლიერდეს“.
„ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს. მოკლე დროში მომხდარი ამდენი ტერაქტი იმის მაჩვენებელია, რომ ტერორიზმი ტერორიზმს ბადებს“- განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.