თბილისში გვიან ღამით ტაქსის მძღოლმა ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადა
10:06:59     05-06-2017
ტაქსის მძღოლს, რომელიც გაუპატიურების მცდელობაშია ბრალდებული წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორები ამბობდნენ, რომ საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე დეტალებს არ გაასაჯაროებენ.
ბრალდებული გიორგი ჯანეზაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. ადვოკატებიც მის უსაფუძვლო დაკვებაზე საუბრობენ.
შემთხვევა ორი დღის წინ გვიან ღამით, თბილისში მოხდა. მძღოლს ძალადობაში ახალგაზრდა ქალი ადანაშაულებს.