ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

  09:23:39     05-06-2017

დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" საკუთარ თავზე აიღო ლონდონში ხალხზე მომხდარი თავდასხმა, რომელიც 4 ივნისის საღამოს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ტერორისტების ინტერნეტ-რესურსზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ლონდონში თავდასხმა განახორციელა "ისლამური სახელმწიფოს""მებრძოლთა დაჯგუფებამ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 4 ივნისს, ლონდონში სამი მამაკაცი ავტომობილით შეიჭრა ქვეითად მოსიარულეებში, ლონდონის ხიდზე, რის შემდეგაც ბოროს ბაზრობამდე მივიდნენ, სადაც გადმოვიდნენ მანქანიდან და დანებით დაესხნენ თავს მიმავალ ხალხს. დამნაშავეები პოლიციამ გაანეიტრალა.

თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.