ხობის ცენტრში ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დაჭრა

  16:53:57     02-06-2017

ხობის ცენტრში, პოლიციის შენობიდან დაახლოებით 300 მეტრში ურთიერთშელაპარაკების გამო ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დანით დაჭრა. 

ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე კი ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.