
ასპინძის სკოლის მოსწავლე აშშ-ის უნივერსიტეტმა 80 000$-ით დააფინანსა
15:17:11     02-06-2017
რატი ზედგინიძე ასპინძის სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. XIIბ კლასის მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა TOEFL-ისა და SAT -ის გამოცდები.
მიღებული შედეგებით ჩაირიცხა აშშ-ში, კერძოდ ვირჯინიის შტატის ქ. დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით რატი ზედგინიძე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე, დაფინანსდა 20 000 ამერიკული დოლარით (ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში 80 000$).