პუტინი აშშ-ის არჩევნებში ჰაკერების ჩარევის ფაქტს ეხმაურება
12:37:10     02-06-2017
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰაკერების ჩარევაზე, რუსეთის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით,- „რუსეთი სახელმწიფო დონეზე არ არის დაკავებული ჰაკერული თავდასხმებით, პირიქით ცდილობს შეებრძოლოს მათ, ჰაკერებს არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საარჩევნო კამპანიაზე“.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი მუდმივად უარყოფდა რუსეთის მონაწილეობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარ ჰაკერულ თავდასხმაში და რაიმე ფორმით ჩარევას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
მართალია პუტინი ჰაკერებს არ იცავს, მაგრამ აღნიშნავს,რომ „პატრიოტი ჰაკერები“, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარეულიყვნენ, თუმცა პუტინი აქვე განმარტავს, რომ არცერთ მათგანს რუსეთის მთავრობა მხარს არ უჭერდა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან აღიარა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰაკერული თავდასხმა, შესაძლოა, რუსეთიდან მომდინარეობდეს.
მან კითხვებს ამ საკითხთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე უპასუხა. ჰაკერებს პუტინმა მსახიობები უწოდა, რომლებიც რუსეთის სასიკეთოდ თამაშობდნენ.
„ისინი იყვნენ პატრიოტები, მათ იმოქმედეს იმ გზით, რომელიც ჩათვალეს, რომ სწორი იყო და იბრძოლეს იმათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთზე ცუდს ამბობდა“- განაცხადა პუტინმა.