![ფილიპინებში თავდასხმას 40-მდე მოქალაქე ემსხვერპლა ფილიპინებში თავდასხმას 40-მდე მოქალაქე ემსხვერპლა](http://presa.ge/img/multimedia/a67205.jpg)
ფილიპინებში თავდასხმას 40-მდე მოქალაქე ემსხვერპლა
12:02:14     02-06-2017
ფილიპინების დედაქალაქში, კურორტ მანილაზე ერთ-ერთი სასტუმროს კაზინოში თავდასმა მოხდა, რომელსაც 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, კომპლექსში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, ფილიპინების პოლიციის ცნობით, თითქმის ყველა გრდაცვლილი კვამლისგან გაიგუდა. 50 მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
BBC-ს ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ტელევიზორის ეკრანების მიმართულებით ისროლა, კაზინოს სათამაშო მაგიდებზე ხანძარი გააჩინა, შემდეგ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში საწოლზე დაწვა, საწვავი გადაისხა და თავი დაიწვა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი იყო ყაჩაღობის შემთხვევა და არა ტერორისტული აქტი, მაგრამ, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ოფიციალური უწყებების განცხადებით, მამაკაცს სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა.
თავდამსხმელის გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.