აშშ-ის გამოძიების ცენტრალური ბიურო, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს

  11:22:57     01-06-2017

CNN -ის ინფორმაციით,  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი და დონლდ ტრამპის პირადი ადვოკატი მაიკლ კოენი, სასამართლოში გამოიძახა.

როგორც მედია იუწყება, მათი დაკითხვის მიზეზი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიება იქნება.

"აშშ-ის არჩევნებში რუსეთის აქტიურ ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ  სასამართლოშ გამოვიძახეთ რამდენიმე პიროვნება, რომლებმაც უნდა წარადგინონ პირადი დოკუმენტები და ბიზნეს-ჩანაწერები, ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ ყველა, ვისაც ჩვენების მისაცემად ან დოკუმენტების გადმოსაცემად გამოვიძახებთ, დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას, რითაც მივიღებთ ყველანაირი ინფორმაციას, რომელიც გამოძიების ფარგლებში იქნება საჭირო“, - განაცხადეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა.

სხდომის წევრებმა აღიარეს,  რომ შეხვედრები მართლაც  იყო, მაგრამ მათი მტკიცებით  ეს სენატის მოვალეობის ნაწილი იყო და კამპანიასთან არაფერი ჰქონია საერთო.  

სასამართლოში გამოძახების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კოენმა განაცხადა, რომ ის კონგრესის გამომძიებლებთან თანამშრომლობას არ აპირებდა.