თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 13 ადამიანი ემსხვერპლა

  03:34:16     01-06-2017


თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შირნაკის პროვინციაში, აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი - AS 532 Couga მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა.

დაღუპულებს შორის გენერალი, რამდენიმე პოლკოვნიკი და საშუალო რგოლის ოფიცერია. 

შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა თურქეთის თავდაცვის მინისტრი.