ქაბულში მომხდარ აფეთქებას BBC-ის თანამშრომელი ემსხვერპლა

  14:16:36     31-05-2017

ავღანეთში მომხდარი აფეთქების დროს ტელეკომპანია BBC-ის  ერთი თანამშრომელი დაიღუპა,  ოთხი ჟურნალისტი კი მძიმედ დაიჭრა. 

ტელეკომპანია ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ  დაღუპულია მუჰამედ ნაზირი , რომელსაც აფეთქების დროს ჟურნალისტები ტელეკომპანიის ოფისში გადაჰყავდა. 

დაჭრილი ჟურანლისტები კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, - „პაკისტანი, ტერორიზმის მსხვერპლია“.

ჯერჯერობით „ისლამური სახელმწიფო“  მომხდართან დაკავშორებით კომენტარს არ აკეთებს.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება დიპლომატიური უბნის სიახლოვეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 80-მდე ადამიანი.