თბილისში ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აპარტამენტები MX გაიხსნა

  13:53:04     31-05-2017

თბილისში ახალი მაღალი სტანდარტის სასტუმრო გაიხსნა. იგი გახსნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორმა ბატონმა გიორგი ჩოგოვაძემ. გახსნაზე მოწვეულები იყვნენ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები.

სასტუმროს სახელწოდებაა Apart Hotel MX. 4-ვარსკლავიან სასტუმროს გააჩნია 10 სასტუმროს ნომერი და 6 ორსაძინებლიანი აპარტამენტი.

სასტუმროში განთავსებულია 50 ადამიანზეrnგათვლილი საკონფერენციო დარბაზი და დიდი კაფე-ტერასა. პროექტიrnგანხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციით. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინაrn867’000 დოლარი.

მენეჯმენტ კომპანიისთვისrnეს რიგით მეხუთე აშენებული სასტუმროა თბილისში, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტისrnაქამდე განხორციელებულ პროექტებს შორის. სასტუმროში დასაქმებულია 16 ადამიანი.

რაც შეეხება მომხმარებლებს,rnროგორც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ბატონმა დავით მესხმა ჩვენთან საუბარში განაცხადა,rnისინი ელოდებიან ტურისტებს ევროპული და არაბული ქვეყნებიდან.rnსასტუმრო იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ასევე საქმიანი ხალხისთვის. სასტუმრო ოთახებისrnფართი იწყება 25 კვადრატულიდან, ხოლო აპარტამენტების საშუალო ფართია 60 კვმ.

სასტუმრო მდებარეობს აეროპორტიდანrn8 წუთის სავალზე, თავისუფლების მოედნიდან 7 წუთის სავალზე და მეტროდან 300 მეტრშიrn- ჯავახეთის 24 ნომერში.

ტელ: 0322 158 300

მობ: +995 574 300rn800

 Web: www.aparthotelmx.ge

Mail: [email protected]

FB: www.facebook.com/aparthotelmx