![რუსეთმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ დარტყმა განახორციელა რუსეთმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ დარტყმა განახორციელა](http://presa.ge/img/multimedia/a67088.jpg)
რუსეთმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ დარტყმა განახორციელა
13:16:35     31-05-2017
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, სირიის ქალაქ პალმირას მახლობლად „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე დარტყმა განახორციელეს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სირიაში პალმირასთან მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტების დაბომბვა ფრთოსანი რაკეტების „კალიბრის“ მეშვეობით მოხდა. „ყველა სამიზნე განადგურებულია“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ისლამისტების სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ოთხი რაკეტა გაუშვეს.
რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის, თურქეთისა და ისრაელის სარდლობა დროულად იყო ინფორმირებული ფრთოსანი რაკეტების გაშვებაზე.
სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ისლამისტებთან ბრძოლის საბაბით, რუსეთი რეალურად სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ასადს ეხმარება.