![ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება](http://presa.ge/img/multimedia/a67080.jpg)
ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
12:23:53     31-05-2017
ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ ზონაში, გერმანიის საელჩოსთან, ათობით ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად 80-მდე ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, მაგალითად როგორ შეიძლება ისეთ ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტი მოხდეს, სადაც დაცვა საკმაოდ გაძლიერბულია? ეს ზონა დედაქალაქში ერთ-ერთ ყველზე უსაფრთხო ადგილად ითვლება. ამ ტერიტორიასთან მახლობლადაც არის განლაგებული პრეზიდენტის სასახლე და სხვა უცხო ქვეყნების საელჩოები.
თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქების ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს მინები ჩაუმსხვრია.ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა თანდათან იზრდება. საკმაოდ ბევრი ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სისხლის გადასხმისკენ მოუწოდებს.აშშ-ს ავღანეთში დაახლოებით 8,400 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.
ბოლო დროს თალიბანის თავდასხმა ავღანეთის არმიის საწვრთნელ ნაწილთან ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარ-შარიფში განხორციელდა. დაიღუპა სულ ცოტა 135 ჯარისკაცი, რის შედეგადაც თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გადადგა.