![აზერბაიჯანის მიერ PACE-ის წევრებისთვის ქრთამის გადახდაზე გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანის მიერ PACE-ის წევრებისთვის ქრთამის გადახდაზე გამოძიება დაიწყო](http://presa.ge/img/multimedia/a67068.jpg)
აზერბაიჯანის მიერ PACE-ის წევრებისთვის ქრთამის გადახდაზე გამოძიება დაიწყო
10:47:48     31-05-2017
BBC-ის ინფორმაციით, ევროპის საბჭომ, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ ქრთამის აღების საკითხზე გამოძიება დაიწყო . აღნიშნული ეხება 2013 წლის გადაწყვეტილებას, როდესაც PACE-მა არ მიიღო, გერმანიის პარლამენტარის ანგარიში ადამიანის უფლებათა დარღვევების და პოლიტიკური პატიმრების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, იმისათვის, რომ ანგარიში ასამბლეაზე ვერ გასულიყო, ერთ-ერთ წევრს 2.5 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამი გადაუხადეს.
ევროპული სტაბილურობის ინიციატივის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაზე,ადამიანის უფლებათა სადაზვერვო კომიტეტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ზოგიერთი პარლამენტარი აზერბაიჯანში პოლიტიკურ ლობირებაში მონაწილეობდა. ბრალდებას უარყოფს აზერბაიჯანული მხარე, გამოძიება კი მიზნად PACE-ის არსებული ქცევის კოდექსის გადახედვას ისახავს.