მორიგი აფეთქება ერაყში - დაღუპულია 13 ადამიანი

  09:09:38     31-05-2017

ერაყის პროვინცია ანბარში აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 22 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Al Sumariya ავრცელებს.

ქამარზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა მაშინ აამოქმედა, როდესაც ქალაქ ერ-რამადისთან ახლოს არსებულ დასახლებულ პუნქტში, ხალხით გადატვირთულ ტერიტორიაზე შევიდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ერაყში ბოლოდროინდელი ტერაქტების დიდი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ მოწყობილია.

ბოლო ორ დღეში, ერაყში, რადიკალების მიერ მოწყობილ ტერაქტებს შორის ეს მეოთხეა.