აფგან მუხთარლის ადვოკატი: „3 ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც მისი აზრით, ქართველები იყვნენ“
08:44:06     31-05-2017
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის თბილისში საცხოვრებელ სახლთან 3 პირი დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას, მისი ადვოკატი ავრცელებს. ელჩინ სადიყოვის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია სავარაუდოდ ქართული სპეცსამსახურების მიერ. ჟურნალისტის ვარაუდით, სავარაუდოდ მათვე ჩაუდეს 10 000 ევრო.
„ის ნაცემია და ამბობს, რომ მოტეხილობებიც აქვს. ყვება რომ თბილისში 3 ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც მისი აზრით ქართველები იყვნენ. მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სცემეს. ის ამბობს, რომ ეს ადამიანები სპეცრაზმელები იყვნენ. შემდეგ კი ბაქოში ჩამოიყვანეს და ჯიბეში ფული ჩაუდეს. ამჟამად მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა. დღეს გადაწყდება მისი წინასწარი დაკავების საკითხი“, - აღნიშნავს ელჩინ სადიყოვი.
ჟურნალისტის სასამართლო პროცესი ბაქოში სავარაუდოდ დღეს გაიმართება. საქმეზე აზერბაიჯანში გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო.