ქართული სპეცსამსახურების სამარცხვინო კრახი ან დანაშაულებრივი გარიგება
21:54:54     30-05-2017
დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მწვავედ დაპირისპირებული ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის სპეცსამსახურების დავალებით თბილისის ცენტრიდან მოიპარეს. ამასვე ვარაუდობენ ოპოზიციონერი ჟურნალისტის მეუღლე და ადვოკატიც. მათი თქმით, მუხთარლი პრეზიდენტ ალიევის კორუფციულ ქონებაზე სკანდალურ გამოძიებას აწარმოებდა.
რა ვიცით მომხდარის შესახებ?
აფგან მუხთარლი უკვე საკმაოდ დიდი ხანია ამხელს აზერბაიჯანის კორუმპირებულ მთავრობასა და მის წინააღმდეგ სხვადასხვა ჟურნალისტურ ნამუშევრებს აქვეყნებს.
ის თბილისში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რადგან მიიჩნევდა რომ ბაქოში უსაფრთხოდ ვერ იქნებოდა.
[I=2] თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის არც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი გამოდგა უსაფრთხო - ჟურნალისტი, რომელსაც გუშინ ცოლი ელოდებოდა თბილისის შუაგულიდან უპასპორტოდ გაქრა და ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული.
აფგან მუხთარლი სავარაუდოდ, აზერბაიჯანის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ისე გაიტაცეს რომ ამის შესახებ ვერც ქართულმა პოლიციამ გაიგო და ვერც - სუსმა.
ან მეორე, გაცილებით მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე - აზერბაიჯანის სპეცსამსახური დანაშაულებრივად გაურიგდა ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა როგორმე თავის კლანჭებში ჩაეგდო ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტ ალიევის კორუფციულ ქონებაზე სკანდალურ გამოძიებას აწარმოებდა.
სწორედ მეორე ვერსიას ავითარებს გატაცებული ჟურნალისტის ადვოკატი: „ის ნაცემია და ამბობს რომ მოტეხილობებიც აქვს. ჰყვება რომ თბილისში 3 ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც მისი აზრით ქართველები იყვნენ.
მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სცემეს. ის ამბობს, რომ ეს ადამიანები სპეცრაზმელები იყვნენ. შემდეგ კი ბაქოში ჩამოიყვანეს და ჯიბეში ფული ჩაუდეს. ამჟამად მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და კონტრაბანდაში“, - აღნიშნავს მუხთარლის ადვოკატი, ელჩინ სადიყოვი.
უკან, შევარდნაძის ეპოქისაკენ?
ადამიანების, მათ შორის უცხოელების თბილისის ცენტრიდან გატაცება აქტუალური და ჩვეულებრივი მოვლენა იყო შევარდნაძის ბნელ და კრიმინალურ ეპოქაში.
მაგალითად: მაშინდელ საქართველოში, სახელმწიფო კანცელარიასთან მდებარე ბანკის შენობიდან კრიმინალებმა უცხოელი ბიზნესმენი, პიტერ შოუ გაიტაცეს, რომელიც რამდენიმე თვე პანკისის ხეობის ორმოში ჰყავდათ დამწყვდეული.
თბილისთან ახლოს, წყნეთიდან გაიტაცეს დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილიც. ისიც, ისევე როგორც პიტერ შოუ, პანკისში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით.
მაშინდელ საქართველოში თბილისის ერთერთი უბნიდან გაიტაცეს ამჟამინდელი ვიცე პრემიერის, კახი კალაძის ძმაც, რომელიც ვერაგულად მოკლეს.
ახლა კი, წლების შემდეგ, დედაქალაქის თითქოსდა დაცული ცენტრიდან მოიპარეს ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ისე გადაიყვანეს რომ ვერავინ შეამჩნია. მას პასპორტიც კი არ ჰქონდა თან.
საერთაშორისო სკანდალი
ჩვენ ვნახეთ თუ როგორ ვერ ამჩნევდა პოლიცია უკრაინიდან დეპორტირებულ კრიმინალებს. გავიგეთ ისიც თუ როგორ აწვდიდა შსს ოკუპანტს დახურულ და პირად ინფორმაციას 2008 წლის ომის გმირ ქართველ ჯარისკაცზე.
თუმცა, აქამდე არ ვიცოდით რომ შესაძლებელი იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს თბილისის შუაგულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის ასე ცინიკურად მოტაცება.
[I=3] "გვითვალთვალებდნენ. შემჩნეული გვყავდა თუ როგორ უთვალთვალებდა ჩვენს მანქანას სოკარის წარმომადგენელი. ვიცოდით რომ მის დაკავებას აპირებდნენ.
ალიევის ქონებაზე მასალებს აგროვებდა", - აცხადებენ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრიდან მოპარული ჟურნალისტის ახლობლები მედიასთან საუბრისას.
ამ სამარცხვინო "ქეისში" კიდევ უფრო სამარცხვინო და დამაფიქრებელი კი ისაა რომ არც შს სამინისტროს და არც სპეციალური უსაფრთხოების სამსახურს მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.
როგორც ჩანს, ხელისუფლება ფიქრობს რომ საზოგადოება არ იმსახურებს აუხსნას - როგორ და რატომ იტაცებენ ხალხს თბილისის ცენტრალური უბნებიდან.