პანამის ყოფილი დიქტატორი გარდაიცვალა

  11:44:09     30-05-2017

პანამის ყოფილი დიქტატორი მანუელ ნორიეგა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიქტატორმა სიცოცხლის ბოლო წლები საპატიმროში გაატარა.

მანუელ ნორიეგას ბრალი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში, პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობაში, კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედებოდა. მცირე ხნის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა.