ხაჭოს კრემი
10:38:32     28-04-2011
მასალა: 100 გრამი კარაქი, 2-3 კვერცხი, 150 გრამი შაქრის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი რომი, 400 გრამი ხაჭო, 10 გრამი ჟელატინი, 0,5 ჩაის ჭიქა წყალი, ვანილი.
კარაქი გათეთრებამდე ავთქვიფოთ, ნელ-ნელა ჩავამატოთ კვერცხის გული, შაქრის ფხვნილი, რომი, ვანილი. შემდეგ შევურიოთ ხაჭო და მასა საცერში გავატაროთ. ცივ წყალში წინასწარ დამბალი ჟელატინი ცხელ წყალში გავხსნათ და როცა გაგრილდება, კრემში ჩავასხათ, სულ ბოლოს კი ჩავამატოთ მაგრად ათქვეფილი კვერცხის ცილა.