ღრმა კრიზისი ვისოლ-ჯგუფში და ბილბორდების მონოპოლია დედაქალაქში
19:29:49     29-05-2017
ვისოლ ჯგუფში შემავალ კომპანიებს სერიოზული ფინანსური და არა მხოლოდ ფინანსური პრობლემები აქვთ. მაგალითად: გაკოტრების პირასაა ერთერთი ყველაზე ძვირი სუპერმარკეტი სმარტი, რომელსაც კარფური ღიად და, იქნებ უსამართლოდაც ყლაპავს.
კარფურის გაფართოვების ხარჯზე, სმარტის რამდენიმე ფილიალი უკვე დაიხურა.
[I=3] დიდი ალბათობით, იგივე საფრთხე ემუქრება საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სმარტის ფილიალსაც, რომელსაც ზუსტად მოპირდაპირე მხარეს გაუხსნეს ხშირად დემპინგურ ფასებზე მომუშავე კარფური.
ხოლო ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, მაინც ამაყად აცხადებს რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში „ბიზნესმა შვებით ამოისუნთქა“.
ვისოლ ჯგუფში დაწყებული კრიზისი კი, მხოლოდ სმარტის ქსელების დახურვით არ შემოიფარგლება.
პრობლემებია დანკინ დონატის ქსელებთან დაკავშირებითაც. კომპანიამ გაყიდვების შემცირების კომპენსირება, თავდაპირველად სერვისთან კომპრომისით სცადა, თუმცა, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა... ვისოლ ჯგუფი ვალების გადახდას აგვიანებს...
ფხაკაძეების ბიმბორდების მონოპოლია - OUtdooR-ი ალმამ 8 მილიონად იყიდა?
თბილისში განთავსებული ბილბორდების უდიდესი ნაწილი ძირითადად 2 კომპანიას ეკუთვნის. ესენია ალმა და OUtdooR-ი.
ალმა ვისოლ ჯგუფის მფლობელების საკუთრებაა.
[I=2] ფხაკაძეებმა, ცოტა ხნის წინ შეიძინეს OUtdooR-იც, რომელიც ერთ დროს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა. გაყიდვის მომენტში კი, მას მილიარდელი დავით იაკობაშვილი ფლობდა.
presa.ge-ის ინფორმაციით, ვისოლ ჯგუფმა, OUtdooR-ში 8 მილიონამდე გადაიხადა. თუმცა, ფხაკაძეებს, მისი აწ უკვე ყოფილი მფლობელების სასარგებლოდ კიდევ დარჩათ ფინანსური საკითხები მოსაგვარებელი.
გაზრდილი ფასები გაზრდილი ხარჯების ამოსაღებად?
ვისოლ ჯგუფის მიერ OUtdooR-ის ყიდვამ გარე სარეკლამო ბილბორდებზე ფასების მკეთრი ზრდა გამოიწვია.
თუმცა, უნდა ითქვას რომ ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად, დამნაშავე ხელისუფლებაა, რომელმაც ვისოლ ჯგუფის მიერ OUtdooR-ის შესყიდვის ლეგიტიმაციით, ე.წ. გარე რეკლამის სფეროში, ფაქტობრივად, მონოპოლია დააკანონა.
როგორც ჩანს, ბატონი ფხაკაძეები, სმარტსა და დანკინ დონატში შექმნილი პრობლემების გამო გამოწვეული ფინანსური დანაკარგების ამოღების შანსს, ბილბორდების მონოპოლიაში ხედავენ, რასაც საწვავის სფეროში არსებული კომბინაციებიც ემატება, რომლის დეტალებსაც, „პრესა.ჯი“ მალევე შემოგთავაზებთ.
P.S: საქართველოს კანონი მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ: „კონკურენცია წარმოიშობა მაშინ, როდესაც ბაზარზე ერთდროულად გამოდის რამდენიმე ეკონომიკური აგენტი, ხდება ურთიერთშენაცვლებადი საქონლის მიწოდება და მოხმარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფასის, ხარისხის, შეფუთვის, სერვისის და სხვა ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით.
[I=4] მონოპოლიური მდგომარეობა – ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ორგანოს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე და შეზღუდოს კონკურენცია“.
ალმასა და OUtdooR-ის შემთხვევაში კი, კონკურენცია დარღვეულია. გამომდინარე იქიდან რომ ორივე ამ კომპანიას ერთი ჯგუფი ფლობს, სწორედ ის აწესებს ფასსაც და სერვისსაც, შესაძლოა ხარისხის გაუარესების ხარჯზე.