თბილისის ცენტრში მოქალაქე იარაღის მუქარით დააყაჩაღეს

  16:15:07     29-05-2017

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე  ერთ-ერთი მძღოლი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. ყაჩაღებმა მამაკაცს სავარაუდოდ 45 000 ლარი გასტაცეს.

თვითმხილველების თქმით,  ინცინდენტში სავარაუდოდ, 2 თავდამსხმელი მონაწილეობდა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.