სოფლის მეურნეობის მინისტრის კარიერა შესაძლოა ტრაქტორების რემონტს გადაყვეს

  10:34:56     27-05-2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის კარიერა შესაძლოა აუდიტის სამსახურის სკანდალურ დასკვნასა და ტრაქტორების რემონტს გადაყვეს. 

აუდიტის სამსახურმა შეისწავლა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა რომ სახელმწიფო შპს მექანიზატორის კუთვნილი ტექნიკის რემონტზე 900 ათას ლარამდე ისე დაიხარჯა რომ შესაბამისი დოკუმენტაცია არ არსებობდა. 

მეტიც: შემცირებულია როგორც შპს მექანიზატორის ქონება, ისე მისი შემოსავლებიც. 

არ გამოირიცხება მექანიზატორში არსებული კორუფციული ფაქტებიც.

ლევან დავითაშვილის გარემოცვა ირწმუნება რომ მინისტრს მექანიზატორის საქმესთან კავშირი არ აქვს, თუმცა, ხმები მისი გადადგომისა და ზოგადად, მინისტრთა კაბინეტის გადახალისების შესახებ აქტუალურია.