"კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი, სავარაუდოდ, დაიღუპა"

  11:43:57     24-05-2017

საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში დატყვევებულ ქართველ მფრინავზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილემ ზვიად გონაძემ განაცხადა, სოსო ოსურაული სავარაუდოდ დაიღუპა.

"ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებები მოხდა, რასაც მსხვერპლი მოყვა. შესაძლოა დაღუპულთა შორის იყოს იოსებ ოსორაულიც. ჩვენ ამ საკითხის გადამოწმებას ვცდილობთ, თუმცა პასუხი ჯერ ვერც საერთაშორისო ორგანოზაციებიდან მივიღეთ,"- განაცხადა გონაძემ, თუმცა, დეტალები არ დაუზუსტებია.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა კონგოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც ცნობილია, ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვეობაში 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. თავდაცვის უწყების განცხადებით, ოსურაული შეიარაღებული ძალებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 2015 წლის მარტში წავიდა, კონგოდან მიღებული შეთავაზების გამო.