ქუვეითში ნარკოტიკების გადატანის გამო მტრედი დაიჭირეს

  10:33:28     24-05-2017

ქუვეითელმა მებაჟეებმა ირანიდან ნარკოტიკების გადატანის გამო  მტრედი დაიჭირეს,  მტრედს 178 ტაბლეტი ნარკოტიკი ზურგჩანთით გადაჰქონდა, რომელიც ზურგზე ჰქონდა დამაგრებული. ზურგჩანთიანი ფრინველი  მაშინ დაიჭირეს, როცა მან საბაჟოს შენობას ჩაუფრინა. ამის შესახებ კუვეიტის გაზეთი ალ-რაი იტყობინება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნარკოდილერებმა მტრედი ნარკოტიკების გადასაზიდად გამოიყენეს.

 2011 წელს კოლუმბიის პოლიციამ „დააკავა“ მტრედი, რომელსაც ზურგზე 45 გრამი მარიხუანას პაკეტი ჰქონდა დამაგრებული, ფრინველის ტვირთი მაშინ ციხეში მყოფი პატიმრებისთვის იყო განკუთნილი.