ქალაქების ლიკვიდაცია

  12:32:31     23-05-2017

ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური - ხელისუფლებამ 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვა. 

არსებული წესებით, 12 თვითმმართველი ქალაქიდან 7 ქალაქს არჩეული მერები და გამგებლები აღარ ეყოლება. 

„თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის“, - ნათქვამია 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვას 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება და ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტის გაუარესება.

თუმცა, საუბრობენ ხელისუფლების რეალურ და ფარულ მოტივებზეც. კერძოდ, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა აზრით, მთავრობა იმ ქალაქებში აუქმებს თვითმმართველის სტატუსს, სადაც წაგების მეტი შანსი აქვს ადგილობრივ არჩევნებზე.