მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
11:44:33     23-05-2017
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთი მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ათეულობით მოქალაქის სახელზე, 2014-2017 წლებში დაამზადეს მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება - ჩაბარების აქტები, რაც წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრებაში დაარეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავშნიანის დასახლებაში მდებარე 3 694 840 ლარის ღირებულების 59 630 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.