წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
09:18:14     23-05-2017
წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.
ინიციატორის ავტორი პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილია. კანონპროექტს პირველი მოსმენით დღეს თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
ამ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კანონის 356-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.
კანონპროექტის განმარტებით ბარათი ცვლილებების მომზადების მიზეზს ასე განმარტავს - სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით.
კანონპროექტის მიღების მიზანია, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა.