
58 მილიონი - ბანკების წმინდა მოგება პირველ კვარტალში - ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან
11:49:23     22-05-2017
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის პირველ კვარტალში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 58 მილიონ 382 ათასზე მეტი ლარის მოგება მიიღეს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ასეთი სახის ოპერაციებიდან ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა" მიიღო - 21 382 068 ლარი.
ხოლო მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი" - 19 115 633 ლარი.
მესამეზე „ვითიბი ბანკი" გავიდა - 4 356 975 ლარი.
რაც შეეხება სხვა ბანკებს, ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან ყველაზე მცირე მოგება (54 593 ლარი) "სილქ როუდ ბანკმა" მიიღო.