სამეგრელოში 6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის კაცი დააკავეს

  00:39:42     22-05-2017

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის 30 წლის მამაკაცი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გოგონას ექსპერტიზა უტარდება და ამის შემდეგ დადგინდება, კონკრეტულად რა ქმედებაზეა საუბარი. 

ძალოვან უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.