გარგარის მურაბა

  10:32:27     27-04-2011

მასალა: 1 კგ. გარგარი, 1 კგ. შაქრის ფხვნილი.

 

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი გარგარი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, შემდეგ შუაზე გავყოთ, კურკები დავაცალოთ, ჩავალაგოთ სამურაბე ტაშტში და დავაყაროთ თავისივე წონის შაქარი.

 

გავაჩეროთ სულ ცოტა 6-7 საათი, ვიდრე წვენს გამოუშვებს, შემდეგ დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ გარგარი გამჭირვალე გახდება და სიროფი გასქელდება.