დეკანოზი გიორგი მამალაძე: „არ მარეკინებდნენ ადვოკატთან ან ვინმესთან"

  13:15:46     19-05-2017

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის თქმით, ის მანქანაში ჩაჯდომისთანავე დააკავეს, ისე, რომ არაფერი აუხსნეს. ამის შესახებ დეკანოზმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმის განხილვისას განაცხადა. 

„მე ჩავჯექი მანქანაში, რამდენიმე წამში მოხდა ჩემი აუხსნელად შებოჭვა. ვკითხულობდი, თუ რა ხდებოდა. ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში და არავითარი განმარტება არ მოუციათ. არ მარეკინებდნენ ადვოკატთან ან ვინმესთან. მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის - ჩვენებაში დავაფიქსირე ეს ყველაფერი“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობის განხილვა საჯაროდ მოხდება. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის პირველი პროცესი მიმდინარეობს.