სასწრაფოდ: მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

  19:07:05     18-05-2017

ცოტა ხნის წინ, თბილისში, ჯიქიას ქუჩის №9-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ამ დროისათვის ცნობილი არ არის.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თუმცა, ამავე დროს, არ გამორიცხავენ მკვლელობის ვერსიასაც.