ამერიკელი მუსიკოსი კრის კორნელი გარდაიცვალა

  14:36:05     18-05-2017

ამერიკელი  მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, Soundgarden-სა და Audioslave-ის ვოკალისტი,  კრის კორნელი  52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერლის ახლობლის თქმით, მუსიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა და ამას არავინ ელოდა. გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ოჯახი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. მომღერლის ცოლი  მადლობას  უხადის გულშემატკივრებს მათი უწყვეტი სიყვარულსა და ერთგულების გამო  და  ითხოვს, რომ მათ კონფიდენციალობას ამჯერად პატივს სცეს საზოგადოებამ.

მთელს მსოფლიოში ცნობილმა სახეებმა და გულშემატკივრებმა , კორნელის გარდაცვალების გამო მწუხარება  გამოხატეს , ეს ფაქტი  ყველასთვის მოულოდნელი და გასაოგნებელი აღმოჩნდა.

კორნელს საკმაოდ წარმატებულ სოლო კარიერა ჰქონდა,  მან 5 სტუდიური ალბომი შექმნა. კორნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა  იყო ამერიკაში,  უამრავი საავტორო სიმღერით და  ოთხოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით.  მას მიღებული აქვს ოქროს გლობუსი სიმღერისთვის „The Keeper“,  ის მძიმე მეტალის ყველა დროის 100 ვოკალისტის სიაში მოხვდა, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა.

Soundgarden-მა ბოლო კონცერტი დეტროიტში 17 მაისის საღამოს გამართა, რომელზეც კრის კორნელი ჩვეულ ფორმაში წარდგა. ჯგუფს მთელი წლის განმავლობაში ტურნე ჰქონდა დაგეგმილი.

კრის კორნელი 1964 წლის 20 ივლისს დაიბადა. ის სოლოკარიერასაც ეწეოდა. კორნელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა 2006 წელს გადაღებული ჯეიმს ბონდის მთავარი საუნდტრეკია სახელწოდებით You Know My Name. ეს სიმღერა დიდი ბრიტანეთში ერთ-ერთი მოწინავე იყო და მას კორნელი დენიელ ქრეიგთან ერთად ასრულებდა.