თბილისის მუზეუმების გაერთიანება 18 მაისს 16:00 სთ.-ზე თბილისის თოჯინების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ თოჯინების გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „ვაჩვენებთ უთქმელს“

  10:28:31     17-05-2017

გამოფენა მომზადებულია მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. ICOM საქართველო 2017-ის სლოგანი გახლავთ „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“. თბილისის მუზეუმების გაერთიანება ამ თემას პირველად თბილისის თოჯინების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოეხმაურება და გამოფენის გახსნაზე მოსულ დამთვალიერებელს თანამედროვე ქართველი მეთოჯინეების ნამუშევრების მეშვეობით „აჩვენებს უთქმელს“. 

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ: ბაჩო ცანავა, არმენ ჰოვჰანისიანი, ალიონა გელოვანი, დენის გონობოლინი, ანა კუბეცოვა, ელენა ინჯია, ელენა პავლოვა, ელენე წითლანაძე, ელეონორა ნაჭყებია, ემილია ხალილოვა, თამილა კრავეიშვილი, თეა გუნთაიშვილი, თეა მინდაძე, იაკო მახარაძე, ირინა ფრანგიშვილი, თამილა კრავეიშვილი, იულია სოროკინა, ლალი თოფურია, ლაურა ხაჩატურიანი, ლევან ბუჯიაშვილი, მაია ზაალიშვილი, მაკო გნოლიძე, მარინა ბიჭიაშვილი, მარიამ ხაჭაპურიძე, ნანა ბედიაშვილი, ნანა მეყანწიშვილი, ნანა მჭედლიშვილი, ნანული ბუხრაშვილი, ნინელი ამურველაშვილი, ნარგიზი ტაბატაძე, სალომე ოსაძე და ხათუნა ანიაშვილი.

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანება თოჯინების გამოფენაზე „ვაჩვენებთ უთქმელს“ დამთვალიერებელს  21 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს (19-21 მაისს საგამოფენო დარბაზი 10:00-18:00 სთ. იფუნქციონირებს).