"ყარაბაღის კონფლიქტი მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“

  13:13:43     16-05-2017

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო კომპლექსი მწყობრიდან გამოიყვანეს და კომპლექსის პირადი შემადგენლობა გაანადგურეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი სარაკეტო სისტემის განადგურების ფაქტი დაადასტურა.ინციდენტი 15 მაისს მოხდა. 

ბაქოს  ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ, რისთვისაც თავდაცვის წინა ხაზზე საზენიტო-სარაკეტო კომპექსი "ოსა" განათავსეს.

მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობა აცხადებს, რომ აზერბაიჯანის "პროვოკაციას უპასუხოდ არ დატოვებს".

ისტორიული რეგიონი ამიერკვაკასიაში „ყარაბაღი“,1923 წელს შეიქმნა, რომელიც ავტონომიური ოლქის სახით აზერბაიჯანნის შემადგენლობაში შედის. დღესდღეობით მთიანი ყარაბაღი არის დე-ფაქტო დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკად“ აცხადებს. გაერო კი მას აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს. 

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ეს  სახელმწიფო, ახლოს მდებარეობს სომხეთთან და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სომხები წარმოადგენენ.  აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი დაპირისპირება 1988 წელს დაიწყო. შედეგად მთიანი ყარაბაღი და მის მახლობლად მდებარე 7 რაიონი სომხეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. აღნიშნული კონფლიქტი მთელს რეგიონს საფრთხეში აგდებს.

სომხეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების გზად მხოლოდ აზერბაიჯანის მიერ მისი სამხედრო გზით დაბრუნებას მიიჩნევს.  მსგავსი პერსპექტივა საყურადღებოა ანალიტიკოსებისთვის, რადგან, აზერბაიჯანიც იმავე გზას განიხილავს.ყარაბაღში სიტუაციის გამწვავება მოსკოვის ინტერესებს ემსახურება. იმისათვის რომ დაემტკიცებინა საკუთარი მიუკერძოებლობა ამ კონფლიქტში, რუსეთმა მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს სამ რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც იგმობოდა იერიშები.  

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის ილგარ მამედოვის  განცხადებით,- „რუსეთი შეიძლება იმ შემთხვევაში დაეხმაროს აზერბაიჯანს, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, თუკი ის მოსკოვის მიმართ ლოიალური იქნება, რაც გულისხმობს კრემლის სურვილს, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე“. 

მთიანი ყარაბაღის სიტუაციის გამწვავებას კი თბილისში იმის შემაშფოთებელ შეხსენებად თვლიან, რომ ეს კონფლიქტი არა ორი სახელმწიფოს, არამედ მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ  ეს დაპირისპირება ყველაზე ხანგრძლივია ყოფილ საბჭოთა კავშირში.