საქართველოს 325 "კანონიერი ქურდი" ჰყავს
17:05:26     15-05-2017
შს სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 "კანონიერი ქურდი" ჰყავს აღრიცხული. მათი მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეებში იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის ქვეყნებში.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში, ორგანიზებული დანაშაული მინიმალურ დონეზე არის დაყვანილი.
"ყველა შეფასებით, დანაშაულის სტატისტიკით, იმ სტანდარტებით რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენთან ორგანიზებული დანაშაული არის მინიმალურ დონეზე", - თქვა მინისტრის მოადგილემ. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა დღეს ორ საპარლამენტო კომიტეტს რატიფიცირებისთვის საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმება წარუდგინა. ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.