პროკურატურამ პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის 6 პირი დააკავა

  14:48:11     11-05-2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრლადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები: მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს. ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ დანიშნულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრუელბის დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობისას, პატიმართა დაშინებისა და  უსიტყვო მორჩილების მიზნით, ოლეგ ფაცაციას, ნუგზარ მარღიას, მალხაზ ღვინიაშვილის, ზაზა ხარაიშვილის, ვახტან გუგუციძის, დავით ჩიხლაძისა და დავით ნოზაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პატიმრებს, ნომერ 8-ე დაწესებულებაში შესახლებისას განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალოდობრივი მეთოდებით. მათ აყენებდნენ სიტყვიერ და  ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რისი მიზანიც მათ უსიტყვო მორჩილება იყო.

ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება, არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგლებლობის შესაძლებლობა. მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისა და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. აღნიშნულის გარდა პატიმრებს ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე თანხმობას აიძულებდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანსა და დადაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამასთან, პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ადგილი ჰქონდა მათ მოთავსებას სასჯელაღსრულების დაწესებულების მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად, სადაც პატიმრებს გარკვეული პერიოდით ამწყვევდნენ. 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 600-მდე მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებულნი იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნომერ 8-ე დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. 

სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფორსს ოლეგ ფაცაციას დაკითხული მოწმეებიდან ამხელს 200-ზე მეტი პირი. ამავე განყოფილების თანამშრომელს მალხაზ ღვინიაშვილს ზედმეტსახელად მოიხსენიებდნენ როგორც "ლისი" იგივე "ფაშისტი", ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს 100-ზე მეტი პირი. მარღიას, გუგუციძეს და ჩიხლაძეს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს დაკითხული ათეულობით პირი. 

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენაზე. ბრალდებულების მიმართ წაყენებული ბრალი თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.