"უკვე ყველა გავუშვი, გელოდები..." - პოლიციამ ბერძენი ექიმისა და მოკლული ემიგრანტის მიმოწერა გაასაჯაროვა
12:56:11     11-05-2017
მასალა მომზადებულია "ოლმედიის" მიერ, საბერძნეთის პოლიციის მიერ გასაჯაროვებული, ბერძნულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიებისა და მკვლელობის თემაზე მომუშავე საბერძნეთში მყოფი გია კვარაცხელიას გავრცელებულ დეტალებზე დაყრდნობით.
საბერძნეთის პოლიციამ გაასაჯაროვა მოკლული ქართველი ემიგრანტი ქალის დიანა ბერიძისა და იმ ბერძენი ექიმის მიმოწერა, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარისა და ბრალდებულის მტკიცება, რომ მკვლელობასთან ექიმს კავშირი არა აქვს და ბრალდებული ციხეში გაამწესა. როგორც ირკვევა, ბრალდებული მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს და ამბობს, რომ ის "ნამდვილმა მკვლელმა ხაფანგში გააბა".
საეჭვო დეტალებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე მისი და მისი ადვოკატის პასუხები სასამართლომ დამაჯერებლად არ მიიჩნია. შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს მოკლული ქართველი ემიგრანტი ქალის დიანა ბერიძის ცხედარი 3 მაისს იპოვეს ხალკიდიკის სოფელ პალიურის (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) მიდამოებში, ხრწნის წინწასულ სტადიაში. ქალის ორგანიზმში აღმოჩნდა საანესთეზიო ნივთიერების კვალი. ბრალდებული მაშინვე დააკავეს და მან თავდაპირველად ბრალის აღიარების გადავადება მოითხოვა, შემდეგ კი სასამართლოს თავისი არგუმენტები წარუდგინა, რითაც, თითქოსდა მის უდანაშაულობას ამტკიცებდა.
მანამდე ბერძნულ მედიაში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ექიმი სოციალური ქსელის მიმოწერის მეშვეობით, კოსმეტიკური მიზეზებითა და სხვადასხვა მოტივაციით, დიდხანს და დაჟინებით მოუწოდებდა 36 წლის დიანა ბერიძეს, ოპერაცია გაეკეთებინა. ბერძნული მედია წერდა, რომ შესაძლოა, საქმე გვქონოდა არა სამედიცინო მანიპულაციების დროს დაღუპვასთან, არამედ წინასწარგანზრახულ მკვლელობასთან.
კერძოდ, ბერძენმა ექიმმა დიანა ცამციდუს (Διανα τσαμτσιδου), იგივე დიანა ბერიძის მკვლელობასთან დაკავშირებული რანდევუს (შეთანხმებული ვიზიტის) თაობაზე განაცხადა, რომ, ის ნამდვილად იყო დანიშნული 26 აპრილს, თრომბოფლებიტის პროფილაქტიკური ოპერაციის მიზნით, მაგრამ ბოლო მომენტში გაფრთხილებული იქნა პაციენტისგან, მიზეზით, რომ რაღაც გადაუდებელი შეემთხვა და რანდევუზე ვერ მოახერხებდა მისვლას.სწორედ ამაზე ამყარებს საკუთარ ვერსიას ანგიოქირურგი, როცა ხაზს უსვამს, რომ, აღნიშნული სატელეფონო საუბრისას, ქალს აღელვებული ხმა ჰქონდა და შესაძლოა, უკვე იმყოფებოდა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ.
ასევე, განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ გაფრთხილებული იყო განყოფილების გამგეც, ვინაიდან რანდევუ არაოფიციალურ ხასიათს არ ატარებდა და საავადმყოფოს შინაგანაწესის სრული დაცვით იყო რეგისტრირებული.ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის პოლიციამ გაასაჯაროვა მკვლელობის დღეს მსხვერპლსა და ექიმს შორის შემდგარი მიმოწერა.
მიმოწერის გაშიფრვიდან ცხადი ხდება, რომ დიანა ბერიძე 17 სთ-ზე და 05 წუთზე გავიდა საკუთარი ოფისიდან, მანამდე კი გაგზავნილი აქვს მესიჯი: "გაუშვი ყველა, მოვდივარ". ექიმი პასუხობს: "უკვე გავუშვი, გელოდები".17 საათსა და 21 წუთზე დიანა წერს: "მოვედი, უკან ვარ". ექიმი პასუხობს: "ჩამოვდივარ 10 წუთში". 17 და 37 წუთი, ექიმი: "ჩამოვედი, აქ ვარ".ამის შემდეგ, დაახლოებით 17:50-ზე, შედგა 12 წამის ხანგრძლივობის დიალოგი ტელეფონით, რასაც პოლიცია ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს. აქედან სამი საათის მერე, საღამოს 21 საათზე ექიმი უგზავნის მესიჯს: "დიანა, რატომ არ მოხვედი?", - რაც, შესაძლოა, თავის დაზღვევის მიზნით გაგზავნილი მესიჯი იყოს მას შემდეგ, რაც ექიმმა განზრახვა სისრულეში მოიყვანა, ან მანამდე, ალიბის შექმნის მიზნით.
სასამართლოს შეკითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბრალდებულმა მომდევნო რვა საათის განმავლობაში ორჯერ - ერთხელ ხალკიდიკში, მეორედ კი სალონიკში, მანქანა გარეცხა, რაზეც პასუხად ექიმმა განაცხადა, რომ ამას ხშირად აკეთებს, რადგან "სისუფთავის მანიაკია".აღსანიშნავია, რომ დიანა ბერიძის ცხედარს ზურგზე აღენიშნება ნაფხაჭნები, რაც ასფალტზე გათრევის შედეგად შეიძლება იყოს მიყენებული, ასევე აღენიშნება ბარძაყის შიდა მხარეს სილურჯე. დადგენილია, რომ ეს ნაფხაჭნები არის გარდაცვალებამდე მიყენებული.მკვლელობის საღამოს მის მიერ ავტომანქანის საეჭვო გადაადგილებაზე (სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, რომ ანგიოქირურგმა მანქანა საავადმყოფოს ეზოში რამდენჯერმე გადააადგილა,-რედ.) ბრალდებულმა განაცხადა, რომ, საავადმყოფოს შემოსასვლელთან ახლოს ავტომანქანა გადმოაყენა, რათა უფრო იოლად გადაეტანა გასარეცხი ტანსაცმელი, ლეპტოპი და საჭმელი, პოლიეთილენის პარკით.
გამომძიებლის ყველაზე საკვანძო კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა იმ ღამეს, საკუთარი მორიგეობის პერიოდში, თესალონიკიდან და საავადმყოფოდან 115 კმ-ის დაშორებით, ხალკიდიკის სოფელ პალიურიში, რომლის მახლობელი ტყის ხევშიც იპოვეს მიცვალებულის ნეშტი, ექიმმა განაცხადა, რომ ხშირად აკეთებს ამას, „რათა გაექცეს ქალაქის ხმაურს და დაასვენოს გონება“.როგორც გია კვარაცხელია აღნიშნავს, ბრალდებულმა დაამატა, რომ ვიღაცამ, ვინც ეჭვისა და შურის თვალით შეხედა და სხვანაირად გაიგო მისი ინტერესი ქალისადმი, ხაფანგში გააბა ის, თუმცა, კონკრეტული პიროვნების სახელი არ მიუთითებია.წყარო